ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლეილა იუნუსსა და მის ქმარს 8.5 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

13 აგვისტო, 2015 • • 1406
ლეილა იუნუსსა და მის ქმარს 8.5 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ცოლ-ქმარი დამნაშავედ ბრალდების ყველა მუხლით ცნო. პროკურატურა ლეილა იუნუსისთვის 11 წლით, ხოლო არიფ იუნუსისთვის 9 წლით პატიმრობას ითხოვდა. 

 

ადვოკატის ინფორმაციით, იუნუსები არსებულ განაჩენს გაასაჩივრებენ. 

 

ადვოკატის, ელჩინ გამბაროვის თქმით, ორივე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განაჩენის გამოტანის დროს, მძიმე იყო. არიფ იუნუსს სასამართლო პროცესზე გული წაუვიდა. 

 

ლეილა იუნუსსა და მის ქმარს, პოლიტოლოგ არის იუნუსს სამშობლოს ღალატსა და ეკონომიკურ დანაშაულებებში ედებათ ბრალი. აღნიშნული საქმის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი